ჰოლივუდელ კინოპროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც 50-ზე მეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, გაუპატიურებაზე ბრალი წაუყენეს. საუბარია სექსუალური ძალადობის რამდენიმე შემთხვევაზე, რომელიც ორი ქალის მიმართ განხორციელდა. ადრე გავრცელდა, რომ ვაინშტაინი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა. მედიის ცნობით, პროდიუსერი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ვაინშტაინი პოლიციაში ადგილობრივი დროით 7:25 წუთზე გამოცხადდა წიგნებით და ნივთებით ხელში, მას აცილებდა ათობით ჟურნალისტი – “ბიბისი” წერს.
მსახიობებს შორის, რომელიც ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და სხვები.