ენგურჰესის ავარიის საიდუმლო

“ენგურჰესის ავარიის საიდუმლო ” – ამ სათაურით “ეხო კავკაზა” სტატიას აქვეყნებს გუშინ ჰესზე მომხდარი ავარიის შესახებ, რომლის გამოც საქართველოს რაიონებში, მათ შორის გალის, ოჩამჩირეს და გულრიფშის რაიონის მოსახლეობა შუქის გარეშე დარჩა. შუქი გაითიშა, ასევე ტყვარჩელსა და გუდაუთაში. ავარიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, ენგურჰესის აფხაზური მხარე კი “ფეისბუქზე” წერს, რომ დაზიანდა ტურბინის მილსადენი, რამაც სამანქანო დარბაზის პირველი სართულის დატბორვა გამოიწვია. მომხდარის შემდეგ ავტომატურად გაითიშა ენგურჰესის ძირითადი აგრეგატები, მთელი ღამე წყლის ამოტუმბვა მიდიოდა, რადგანაც ამის გარეშე მომხდარის მიზეზების დადგენა და ზარალის დათვლა შეუძლებელია.
“ენგურჰესის” დირექტორი ლევან მებონია ამბობს, რომ “დერივაციული გვიბარი წყლით არის სავსე, მაგრამ წყლის დონე არ მატულობს. მიდის ამოტუმბვითი სამუშაოები”, მისი თქმით, ენგურჰესი 3-4 დღეში მწყობრში იქნება.
მეორე, მესამე და მეოთხე აგრეგატების, ფუნდამენტის, დერივაციული გვირაბის რემონტი 2002-2013 წლებში ჩატარდა და ის 45 მილიონი ევრო დაჯდა, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა და ევროპის განვითარების ბანკმა გამოუყო. რემონტის მორიგი ეტაპი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი, რომლის დროსაც ელექტროსადგური დაახლოებით 6 თვით უნდა გაჩერდეს.

banner
წინა სტატიაშივაინშტაინს გაუპატიურების გამო ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაევროკავშირში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა