“უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უზნეო ინფორმაციის გავრცელებით” – მოსამართლე კორტების საქმეზე ბრალდებებს პასუხობს

კორტების საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრების ბრალდებებს ბრიფინგით პასუხობს საქალაქო სასამართლო. წერილობითი განცხადების შემდეგ, განმარტებები დღეს უკვე პრესკონფერენციაზეც გაკეთდა, რომელსაც თავად ბადრი კოჭლამაზიშვილიც ესწრებოდა.

მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს.

ამის დასტურად კი მათ ის საბანკო ამონაწერები მოიტანეს, რის მიხედვითაც კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი კრედიტები წინსწრებით დაფარა.

“უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უზნეო, უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით,” – განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.

დღევანდელ ბრიფინგს ესწრებოდნენ საქალაქო სასამართლოს თითქმის ყველა მოსამართლე, ვისაც იმ დროისთის სასამართლო, პროცესი არ ქონდა ჩანიშნული. განცხადება გააკეთა სასამართლოს პრეს სპიკერმა. მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ ხდება სასამართლოს დისკრედიტაცია და საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვას გეგმავენ. მათ მაიჩნიათ, რომ მსგავს ბრალდებებს აუცილებლად უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი საგამოძიებო ორგანოების მხრიდანაც.

“მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში, დადგინდეს ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას მოსამართლის მხრიდან. თუ არ დადასტურდება აღნიშნული, უნდა დადაგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში,” – განაცხადა გიორგი არევაძემ.

banner
წინა სტატიაში“თოფის სროლა პარტიული ოფისიის წინააღმდეგ იქნება თუ სხვა პირის მიმართ, მძიმეა”- უსუფაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს
შემდეგი სტატიაგორის რაიონის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა