“თოფის სროლა პარტიული ოფისიის წინააღმდეგ იქნება თუ სხვა პირის მიმართ, მძიმეა”- უსუფაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გია ბარამიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კედელაშვილის ოფისის დაცხრილვის ფაქტზე რეაგირება მოითხოვა.
როგორც გიორგი ბარამიძემ განაცხადა, წუხელ, დედოფლისწყაროში, კედელაშვილის ოფისი დაცხრილეს. მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
“სამწუხაროდ, პოლიცია ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. ეს საგანგაშო ინფორმაციაა, რომელიც რეაგირებას საჭიროებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მავანმა და მავანმა ქვეყანაში მდგომარეობა იარაღისა და თოფის სროლისკენ არ წაიყვანოს”, – აღნიშნა ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, ამ ფაქტის შესწავლა დროულად უნდა მოხდეს.
“სამართალდამცავებს მივმართავ, რომ გამოძიება მოხდეს. სხვანაირადაც მივიღებთ ზომებს, რომ პარლამენტს ინფორმაცია ჰქონდეს. თოფის სროლა პარტიული ოფისიის წინააღმდეგ იქნება თუ სხვა პირის მიმართ, მძიმეა და ამას რეაგირება სჭირდება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი წუხელ დაცხრილეს.
“დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს – ჩალეწილია შუშები. ასეთი ვითარება პარტიის წარმომადგენლებმა დილით აღმოაჩინეს, გამოიძახეს პატრული, რომელიც ერთი საათის შემდეგ მივიდა, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს”, – განაცხადეს “ნაციონალურ მოძრაობაში”.

banner
წინა სტატიაშიქართულმა მხარემ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ
შემდეგი სტატია“უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უზნეო ინფორმაციის გავრცელებით” – მოსამართლე კორტების საქმეზე ბრალდებებს პასუხობს