უტრეხტის მსროლელმა ბრალი აღიარა

37 წლის თურქეთის მოქალაქემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში სამი ადამიანი მოკლა, ბრალი აღიარა და თქვა, რომ მარტო მოქმედებდა. ნიდერლანდებში მის წინააღმდეგ ტერორისტული მოტივებით მასობრივი მკვლელობების მუხლით არის საქმე აღძრული – 22 მარტს ნიდერლანდების პროკურატურამ გაავრცელა. ამავე დროს, ისევ უცნობია ბოროტმოქმედის მოტივები.

სამართალდამცველების თქმით, წითელი Renault Clio-ის სალონში, რომლითაც დამნაშავე მიმალვას შეეცადა, ნაპოვნია წერილი, რომელიც ტერორისტულ მოტივებზე მიუთითებს. გარდა ამისა, ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც დაინიშნება.

18 მარტს, დილით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ტრამვაიში სროლა დაიწყო, რომლის შედეგადაც სამი პირი გარდაიცვალა, სამიც დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში მაროკოელს “ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაკახეთში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს