კახეთში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2019 21:43

კახეთში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. სხეულზე მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალშია” მოთავსებული.

როგორც ბესო შუბითიძე აცხადებს, განუცხადა, შემთხვევა მდინარე ალაზანზე მოხდა, სადაც ის ბრაკონიერების გამოსავლენად მორიგ შემოვლას თანამშრომლებთან ერთად ახორციელებდა.

“დავინახე ორი ნიღბიანი და ერთმა მათგანმა მესროლა. სავარაუდოდ, სროლა იყო ერთი იარაღიდან, მაგრამ სხვადასხვა ტყვია გამოიყენა, რადგან ზოგი ჭრილობა უფრო ღრმაა. საავადმყოფოში თანამშრომელმა მომიყვანა სხვას ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა შუბითიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2019 21:43

Google სტატისტიკა


8,382
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics