პოლონეთში მაროკოელს “ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს საოლქო სასამართლომ მაროკოელს სამი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა “ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის – ადგილობრივი მედია ავრცელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის 6,5 წელს ითხოვდა. დაცვის მხარის თქმით, ბრალდებული არასდროს იყო ტერორისულ გაერთიანებაში და არასდროს ჰქონია საერთო ტერორისტებთან.
განსასჯელს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია.

მაროკოელის წინააღმდეგ პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო. პროკურატურის მონაცემებით, ის ცნობილი ტერორისტის აბდელჰამიდ აბაუდის თანამოაზრეა, რომელიც პარიზის ტერაქტების მოწყობაში იყო ბრალდებული და რომელიც საფრანგეთის პოლიციამ 2015 წლის 18 ნოემბერს მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, მაროკოელი ე.წ. მზვერავი იყო, რომელიც მარშრუტების უსაფრთხოებას ამოწმებდა, რომლითაც ისლამისტები ევროპაში უნდა მოხვედრილიყვნენ.

banner
წინა სტატიაშიმე გარკვეული პერიოდი დაველოდები, ვნახავ კიდევ რა  სურპრიზებს ამზადებენ
შემდეგი სტატიაუტრეხტის მსროლელმა ბრალი აღიარა