უკრაინული ბორტით ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები სავარაუდოდ არ გამოუყვანიათ

უკრაინის შს მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ ქვეყნის თვითმფრინავებმა ქაბულიდან უკრაინისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები გაიყვანეს, თუმცა კულებას განცხადებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს მოქალაქეებზე:

“ავღანეთში უკრაინის თვითმფრინავებმა ქაბულიდან, უკრაინის, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსისა და ავღანეთის მოქალაქეები გაიყვანა. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს და ვეხმარებით სხვებს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელი იქნება და დავეხმარებით უკრაინელებს და უცხოელებს”,-წერს დმიტრო კულება.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – დიდი ალბათობით, პარტიის ცნობილი სახეები მერობის კანდიდატებს შორის არ ვიქნებით
შემდეგი სტატიაჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში, საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად – საგარეო