ჩიხლაძე – დიდი ალბათობით, პარტიის ცნობილი სახეები მერობის კანდიდატებს შორის არ ვიქნებით

აგვისტოს ბოლოს „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაასახელებს, რა კონფიგურაციით, სად, რომელი კანდიდატი გვეყოლება და როგორ წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, პარტიის ცნობილი სახეები მერობის კანდიდატებს შორის არ იქნებიან.

„რაც შეეხება ჩვენს მაჟორიტარებს და საარჩევნო გეგმებს, ჩვენ დასკვნით ფაზაში ვართ და აგვისტოს ბოლოს „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაასახელებს, რა კონფიგურაციით, სად, რომელი კანდიდატი გვეყოლება და როგორ წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე. დიდი ალბათობით, პარტიის უკვე ცნობილი სახეები მერობის კანდიდატებს შორის არ ვიქნებით,

თუმცა ზუსტად, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძე არ იქნება არსად წარმოდგენილი, არც მაჟორიტარად, არც მერობის კანდიდატად. სხვა კანდიდატებს რაც შეეხება, ისინი იქნებიან ღირსეული კანდიდატები, როგორც ჩვენი პარტიის წევრები, ასევე ჩვენთან ალიანსში მყოფი ადამიანები.

დიდი ალბათობით, ყველა დიდ ქალაქში გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. სხვადასხვა სამაჟოროტარო ოლქში, არ გამოვრიცხავ გარკვეულ თანშრომლობას.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით იგივე აზრზე ვართ, იმიტომაც შევქმენით და ვართ ინიციატორი მესამე ოპოზიციური ძალის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა წამოვიდეს, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ ყულაბაში“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „გამორიცხავთ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებისთვის მხარდაჭერას“, – ჩიხლაძე პასუხოობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლს“ საკუთარი კანდიდატები ეყოლება.

„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები და შესაბამისად, სხვებს მხარს ვერ დავუჭერთ. ზოგადად, ჩვენი მიზანია, ოპოზიციამ, რა კონფიგურაციითაც არ უნდა იყოს, ჯამურად მეტი ხმები ავიღოთ. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაუკრაინული ბორტით ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები სავარაუდოდ არ გამოუყვანიათ