ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში, საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად საქართველოდან თვითმფრინავი ჩაფრინდება:

საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველჰყოფს მათ ჩამოყვანას ჩვენი ბორტით – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მისივე ინფორმაციით, ქაბულში მყოფმა ქართველებმა ვერ მოახერხეს აეროპორტამდე მისვლა, რის გამოც ისინი უკრაინულ ბორტზე ვერ მოხვდნენ, გარდა ამისა, ღამის განმავლობაში შესრულდა 4 რეისი, თუმცა ამავე მიზეზით, საქართველოს მოქალაქეები ბორტზე ვერ მოხვდნენ.

მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავღანეთში ქართული ბორტის გაფრენის ნებართვებზე, გარდა ამისა, თურქულმა მხარემ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა. კერძოდ, ჯავშნიანი მანქანებით აეროპორტამდე საქართველოს მოქალაქეებს ისინი მიიყვანენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული ბორტით ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები სავარაუდოდ არ გამოუყვანიათ
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი