უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულება მზადების პროცესშია და დოკუმენტის დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველა დეტალს გაიგებს – ზელენსკი

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულება მზადების პროცესშია და დოკუმენტის დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველა დეტალს გაიგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ძალიან დაბალანსებული დამოკიდებულება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში პარტნიორი ქვეყნების წრის მიმართ.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ მომავალ დოკუმენტს და ძალიან დაბალანსებული დამოკიდებულება გვაქვს პარტნიორი ქვეყნების წრის მიმართ, რომლებმაც იმედი არ უნდა გაგვიცრუონ ნებისმიერ შემთხვევაში და ყოველგვარი სახის აგრესიაში. ყველაფერი შეიძლება იყოს მომავალში. ჩვენ უკვე გვესმის, რომ ასეთ მეზობლებთან ჩვენთვის ადვილი არ არის და ამიტომ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ შეთანხმებაზე“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშივესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მოლდოვას მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის – სანდუ
შემდეგი სტატიაბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს