ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მოლდოვას მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის – სანდუ

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სატელეფონო საუბრის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა და მაია სანდუმ

„ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოლდოვაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მოლდოვას მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის ამ რთულ დროს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ.

„კონგრესში ყოფნისას, სატელეფონი ზარი მქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ, ჩვენ საერთო ევროპული ევროპული გზა გვაერთიანებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

წინა სტატიაშიროგორ შეიძლება ამ კაცის ბედის ანაბარა მიტოვება, ეს დიდი დანაშაულია – დავდგეთ ერთად და ვუთხრათ მთავრობას: გადაიყვანეთ სამკურნალო დაწესებულებაში, გადავარჩინოთ სიკვდილს – ანზორ მელია სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაუკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულება მზადების პროცესშია და დოკუმენტის დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველა დეტალს გაიგებს – ზელენსკი