უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან რუსული კოლონა გაანადგურეს

უკრაინელმა ჯარებმა იზიუმთან განლაგებული მტრის საბრძოლო კოლონა გაანადგურეს, – ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივანმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, საარტილერიო შეტევა მტრის ხაზებს მიღმა განხორციელდა.

„უკრაინულმა არტილერიამ იზიუმთან დაწვა რუსული კოლონა საბრძოლო მასალებით. მტრის განადგურება მოხდა იზიუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მტერი თავის უკანა მხარეს მიიჩნევდა“, – აცხადებს ბრაჩუკი.

banner
წინა სტატიაშიირპენში ​რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების გამოძიების პირველი ეტაპი დასრულებულია
შემდეგი სტატიაბელარუსი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს