ირპენში ​რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების გამოძიების პირველი ეტაპი დასრულებულია

ირპენში ​რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების გამოძიების პირველი ეტაპი დასრულებულია. უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, დაზიანებულია ქალაქის 70%.

როგორც ირინა ვენედიქტოვამ აღნიშნა, 290 ცხედარი გადაყვანილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, 105-ის ამოცნობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

“ირპენში დასრულდა გამოძიების პირველი ეტაპი. მოხდა ყველა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სადაც სამხედრო დანაშაული იყო ჩადენილი. პროკურორებმა და გამომძიებლებმა დააფიქსირეს მტრის მიერ აკრძალული იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ესენია: ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ნაღმმტყორცნები, ბალისტიკური რაკეტა “Iskander M”-ი, რაც ომის კანონის დარღვევაა. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა სამხედრო პირის იდენტიფიცირებას. აუცილებლად გამოვაქვეყნებთ მათ ფოტოებს და მონაცემებს, რათა ამ არაადამიანებმა ნახონ, ვიცით ვინც არიან და ყველას პასუხს ვაგებინებთ”, – ამბობს ვენედიქტოვა.

წინა სტატიაშიავსტრალიამ 110 პირს, მათ შორის უკრაინელ სეპარატისტებსა და დუმის დეპუტატებს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან რუსული კოლონა გაანადგურეს