ბელარუსი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს

ბელარუსი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი და ბელარუსული მედია “ბელტა” იტყობინებიან, რომ წვრთნები მიზნად ისახავს სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას, ასევე, ტექნიკის გამოცდას.

წვრთნები მოულოდნელად დაიწყო. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “წვრთნები არ წარმოადგენს საფრთხეს მეზობელ ქვეყნებსა და ზოგადად ევროპისთვის”.

ბელარუსი, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთის ახლო მოკავშირეა. უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინმა სამხედრო წვრთნები სწორედ ბელარუსთან ერთად ჩაატარა. მაშინ მოსკოვი ამბობდა, რომ მისი ათიათასობით სამხედრო სამშობლოში დაბრუნდებოდა, თუმცა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო.

როდესაც რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთით, დედაქალაქ კიევს უტევდა, უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი რაკეტა ბელარუსის ტერიტორიიდან იყო ნასროლი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან რუსული კოლონა გაანადგურეს
შემდეგი სტატიარუსები ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება – ზელენსკი