უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, პოლონეთიდან უკრაინაში შემავალ გზებზე საცობები შეიქმნა

უკრაინელი მესაზღვრეები უკრაინაში შესვლისას პოლონეთთან არსებულ საზღვარზე რიგების შესახებ იუწყებიან. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.

Ukrinform-ის ცნობით, პოლონური მხრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთიდან უკრაინაში შემავალ გზებზე ზოგიერთ რაიონში ავტომობილების საცობები შეიქმნა.

უკრაინის სასაზღვო სამსახრის ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით ყველაზე გრძელი რიგები შეინიშნება შემდეგი საგუშაგოების წინ:

“დოროგუსკი – იაგოდინი”, სადაც დაახლოებით 1000 მსუბუქი ავტომობილი და 150 სატვირთო მანქანა იმყოფება; „კორჩევა – კრაკოვეც“, სადაც 400-მდე მსუბუქი და 350 სატვირთო მანქანა დგას და “მედიკა – შეგინი”, სადაც 900-მდე მსუბუქი და 200 სატვირთო ავტომობილია.

აღნიშნულია, რომ რიგები არ არის დამოკიდებული სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გავლის თანმიმდევრობაზე.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, მესაზღვრეები მოქალაქეებს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე სხვა გამშვები პუნქტების გამოყენებას ურჩევენ, რათა საზღვრის გადაკვეთა უფრო სწრაფად შეძლონ.

Ukrinform-ის ცნობით, პოლონეთ-უკრაინის საზღვრებზე საავტომობილო რიგების მატება დაკავშირებულია სააღდგომო დღესასწაულებთან.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური ცრუობს. ხელისუფლება მიზანმიმართულად უსპობს ჯანმრთელობას მიხეილ სააკაშვილს – ადვოკატი
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს