პენიტენციური ცრუობს. ხელისუფლება მიზანმიმართულად უსპობს ჯანმრთელობას მიხეილ სააკაშვილს – ადვოკატი

პენიტენციური სამსახური უბრალოდ ცრუობს და ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად უსპობს ჯანმრთელობას მიხეილ სააკაშვილს – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი პენიტენციური სამსახურის დღევანდელ განცხადებას.

საუბარია უწყების მიერ მტკიცებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი “ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფილია”.

“ეს არის მტკნარი სიცრუე, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა საჭირო კვლევა. სასაცილოა ის, რომ PCR ტესტის ჩატარება არის აღნიშნული. თუ ამას მიიჩნევენ შესაბამის კვლევებად, რომ აი ამ პერიოდში დაპატიმრებიდან, პოლიტიკურ ტყვეობიდან ერთხელ გაუკეთეს PCR ტესტირება, კი ნამდვილად გაუკეთეს PCR ტესტირება. ერთადერთხელ ჰყავდათ გადაყვანილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში და MRT კვლევა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, და რომლის გაკეთებაც შეიძლებოდა რესპუბლიკურის ეზოში არსებულ “ავერსის” კლინიკაში, იქ არ მიიყვანეს და არ გაუკეთეს ეს კვლევა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით, ხაზგასასმელია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით, 4 თვეა მოკლებულია შესაძლებლობას, თავის პირად ექიმთან გაიაროს კონსულტაცია. კვლევებთან დაკავშირებით, მისი პოზიცია იყო ის, რომ თავის ექიმებს მისცემოდათ შესაძლებლობა, რაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დღემდე ფიზიკურად არ გვაქვს. მაშინ, როდესაც ნებისმიერი პირის უფლებაა თავად აირჩიოს სამედიცინო სერვისის გამწევი პირიც და დაწესებულება, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას. ასე რომ, პენიტენციური სამსახური უბრალოდ ცრუობს და ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად უსპობს ჯანმრთელობას მიხეილ სააკაშვილს.” – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიაუცილებელია რუსეთმა უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს – იელენი
შემდეგი სტატიაუკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, პოლონეთიდან უკრაინაში შემავალ გზებზე საცობები შეიქმნა