აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, დღეს, რუსმა ჯარისკაცებმა პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

,,ეს ევაკუაცია განსაკუთრებული და უკიდურესად საშიში იყო, 22 მგზავრი იმყოფებოდა. 25 წლის ბიჭი ზურგისა და ფეხის არეში დაშავდა, ასევე პარალიზებული მოხუცი ქალი“, – განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაიმ დასძინა, რომ თავშესაფრიდან ასევე გამოიყვანეს და გადაარჩინეს დედა, რომელსაც თან ბავშვი ჰყავდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, პოლონეთიდან უკრაინაში შემავალ გზებზე საცობები შეიქმნა
შემდეგი სტატიარუსი დიქტატორის პუტინის წრეში არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მისი დამხობა შეუძლიათ – შვეცი