უკრაინის საპარლამენტო კოალიციამ მხარი დაუჭირა პრემიერის თანამდებობაზე ვლადიმირ გროისმანის დანიშვნას

უკრაინის საპარლამენტო კოალიციამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რადას სპიკერის ვლადიმირ გროისმანის დანიშვნას. ამის შესახებ გროისმანის პრესმდივანმა დმიტრი სტოლიარჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, კოალიციამ “აბსოლუტური უმრავლესობით” მხარი დაუჭირა უკრაინის მთავრობის ახალ შემადგენლობას.

რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, კოალიციის შეკრებაზე “პეტრო პოროშენკოს ბლოკისა” და “სახალხო ფრონტის” ფრაქციების წევრთა ორი-მესამედი მონაწილეობდა.

გონჩარენკომ ასევე განაცხადა, რომ კოალიციამ მხარი დაუჭირა ვიცესპიკერის ანდრეი პარუბის კანდიდატურას რადას სპიკერის თანამდებობაზე, ირინა გერაშენკოს კი პირველ ვიცესპიკერად წარადგენენ.

უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად რადაში კენჭისყრა 14 აპრილსაა დაგეგმილი.

12 აპრილს დეპუტატებმა ვლადიმირ გროისმანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. არსენი იაცენიუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ 10 აპრილს განაცხადა. მიზეზად მან ქვეყანაში «ხელოვნურად შექმნილი კრიზისი» დაასახელა.

banner
წინა სტატიაში“რია ნოვოსტი”: საქართველო, რუსეთი, სომხეთი და ირანი ენერგოსისტემების სინქრონიზაციას გეგმავენ
შემდეგი სტატიაფონიჭალაში მოკლული ორი ახალგაზრდა პროზექტურაში გადაასვენეს