ფონიჭალაში მოკლული ორი ახალგაზრდა პროზექტურაში გადაასვენეს

policia

ფონიჭალაში რამდენიმე საათის წინ მოკლული ორი ახალგაზრდა პროზექტურაში გადაასვენეს. ერთი მძიმედ დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და ახლა ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

თვითმხილველთა განცხადებით, სამი ახალგაზრდა ავტოსადგომზე იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ ოპელის მარკის ავტომობილიდან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ფონიჭალაში იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საპარლამენტო კოალიციამ მხარი დაუჭირა პრემიერის თანამდებობაზე ვლადიმირ გროისმანის დანიშვნას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: NDI მატყუარა ორგანიზაციაა, რომელიც მისი პარტნიორის, “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას ცდილობს