“რია ნოვოსტი”: საქართველო, რუსეთი, სომხეთი და ირანი ენერგოსისტემების სინქრონიზაციას გეგმავენ

საქართველო, რუსეთი, სომხეთი და ირანი ენერგოსისტემების სინქრონიზაციას გეგმავენ. “რია ნოვოსტის” ცნობით, ერევანში ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს “საგზაო რუკას” ენერგოსისტემების ერთობლივი მუშაობის მომზადების შესახებ და ასევე მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ.

დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ლევონ იოლიანმა და ირანის ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ჰამიდ ჩიჩიანმა.

მარტში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა თეირანში ირანელ კლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ორი ქვეყნის ელექტროქსელების შეერთების პროექტს განიხილავენ. პროექტის მიხედვით, ხაზი გაივლის აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე.

გასული წლის დეკემბერში ერევანში საქართველომ, სომხეთმა, ირანმა და რუსეთმა ოთხმხრივი მემორანდუმი გააფორმეს ენერგეტიკის სფროში თანამშროლობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიკანადელი შარვალში მყოფი კუს გამო ციხეში გაუშვეს
შემდეგი სტატიაუკრაინის საპარლამენტო კოალიციამ მხარი დაუჭირა პრემიერის თანამდებობაზე ვლადიმირ გროისმანის დანიშვნას