უვიზო მიმოსვლასა და ამ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშანი იმ რეზოლუციამ დასვა, რაც რელევანტური არ არის – ქადაგიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყველა ის პოლიტიკური გზავნილია თავმოყრილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით ჰქონდა.

„უვიზო მიმოსვლასა და ამ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშანი იმ რეზოლუციამ დასვა, რაც რელევანტური არ არის. რეზოლუციაში ყველა ის პოლიტიკური გზავნილია თავმოყრილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით ჰქონდა. ეს რეზოლუციაშია თავმოყრილი. უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე საკითხი ვერ დადგება იმ პოლიტიკური მიზეზების გამო, რაც „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს აწუხებთ. ვხედავთ, რომ აქ ყველაფერი ჩაყარეს. ევროპარლამენტმა მუშაობა დაამთავრა და რომ იტყვიან, საქართველოს წინააღმდეგ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ყველა გზავნილი ერთ რეზოლუციაში გააერთიანეს. ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ. სააკაშვილის ნაწილს რაც შეეხება, აქაც ცოტა იმპროვიზაცია დააკლდათ, რადგან დროში ცაიტნოტი ჰქონდათ. როგორც ჩანს, ეს მოწვევა იხურებოდა და იმასაც ვერ გაუწიეს ანგარიში, რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი ჯანმრთელობა ისეთია, არასდროს რომ არ ყოფილა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთადერთი ინტერესი, რასაც ისინი ახორციელებენ, არის მათი დონორების ინტერესი – პაპუაშვილი ენჯეოებზე
შემდეგი სტატიაბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლასაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს