უკრაინის ომი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სამხედრო გზით, ნატოს პარტნიორების იარაღის დახმარებით, – ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი სტრეკ-ზიმერმანი

გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სამხედრო გზით და იტალიისა და საფრანგეთის ხელისუფლებას უკრაინაში დამატებითი იარაღის მიწოდების შესახებ მოუწოდა.
სტრეკ-ზიმერმანის თქმით, “ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მძიმე იარაღის მიწოდებისთვის ახლა და მომავალში და ახლავე უნდა დავიწყოთ იმის გარკვევა, უახლოეს თვეებში თუ რა შეიძლება მოხდეს სამხედრო თვალსაზრისით. ყოველი დღე მნიშვნელოვანია.”
ის იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კიევში ვიზიტისას „კონკრეტულ ვალდებულებებს“ ელის, რადგან „იარაღის მიწოდების საკითხი მხოლოდ გერმანიას არ უნდა შეეხოს“.
ყველამ უნდა გასცეს ის, რისი გაცემაც შეუძლია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ომი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სამხედრო გზით, ანუ ნატოს პარტნიორების იარაღით“, – განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

banner
წინა სტატიაშიშეერთებული შტატები არ არწმუნებს უკრაინას რუსეთთან ტერიტორიული დათმობების შესახებ
შემდეგი სტატიაუკრაინელებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში რუმინეთის დახმარების იმედი ჰქონდეთ – პრეზიდენტი იოჰანის