შეერთებული შტატები არ არწმუნებს უკრაინას რუსეთთან ტერიტორიული დათმობების შესახებ

“შეერთებული შტატები “არ აიძულებს უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს”,-წერს The Hill ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველზე ჯეიკ სალივანზე დაყრდნობით.
“ჩვენ არ ვაპირებთ მათ ვაიძულოთ ტერიტორიული მთლიანობის დათმობა. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ქმედებები შეუსაბამო იქნება საერთაშორისო კანონმდებლობასთან და უბრალოდ არასწორია”, – თქვა სალივანმა ხუთშაბათს ვაშინგტონში გამოსვლისას.
მან დასძინა, რომ ”ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია დღეს, ხვალ, მომავალ კვირას, რათა გავამყაროთ უკრაინელების პოზიციები ჯერ ბრძოლის ველზე, შემდეგ კი საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვფიქრობთ, რომ პრობლემა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს დიპლომატიამ“, – ციტირებს მის სიტყვებს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა რომის პაპს უპასუხა: პუტინი არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე
შემდეგი სტატიაუკრაინის ომი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სამხედრო გზით, ნატოს პარტნიორების იარაღის დახმარებით, – ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი სტრეკ-ზიმერმანი