უკრაინელებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში რუმინეთის დახმარების იმედი ჰქონდეთ – პრეზიდენტი იოჰანის

“უკრაინას და მის მოქალაქეებს შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ რუმინეთის მთავრობისა და ხალხის იმდენ ხანს, რამდენიც მათ სჭირდებათ”- ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
კერძოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუმინეთში უკრაინელი ლტოლვილებისთვის უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„ჩვენი საზღვარი 1,3 მილიონმა უკრაინელმა გადაკვეთა – ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. ჩვენ მივიღეთ ყველანაირი საშუალება განათლების საჭიროებისთვის. 2 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი წავიდა სკოლაში, ჩემს ქვეყანაში უკრაინელებისთვის შეიქმნა 3 ათასი სამუშაო ადგილი”, – განაცხადა იოჰანისმა.
რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სუჩავაში უკრაინის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კერა სრული ძალით მუშაობს. უკვე შესრულებულია 40-ზე მეტი შესაბამისი სატრანსპორტო მისია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ომი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სამხედრო გზით, ნატოს პარტნიორების იარაღის დახმარებით, – ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი სტრეკ-ზიმერმანი
შემდეგი სტატიაკობახიძე ზურაბიშვილზე: პასუხი უნდა იყოს სათანადო დოზით მკაცრი