უკრაინიდან ე.წ. “კანონიერი ქურდი” ირაკლი ლეჟავა გააძევეს

უკრაინიდან ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავა (ამაშუკელი) მეტსახელად “ლაზარე” გააძევეს. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური იტყობინება. უწყების ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინიდან უკვე მეორედ გააძევეს. ირაკლი ლეჟავა კიევში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს.

2013 წელს ე.წ. “კანონიერმა ქურდმა” უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს და სამშობლოში გაადეპორტეს. ამავე დროს მას უკრაინაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალეს. “სამშობლოში “ლაზარემ” გვარი შეიცვალა და ახალი პასპორტი აიღო, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში უკრაინაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისა და საქმიანობის აწყობის მიზნით შესვლა სცადა”, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“არჩევნებამდე სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება”- პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება