გიორგი კვირიკაშვილი: დაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება

kvirikasდაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება. რაც შეეხება, ტარიფების განულებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა რა თქმა უნდა, მომავალში გახდება უფრო ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ. – უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტის, თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვას, 2012 წლის წინა საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, რამდენად სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება თითქოს ხმის მიცემის შემთხვევაში დევნილები გათავისუფლდებოდნენ კომუნალური გადასახადებისგან, ათასნაირი ინფორმაცია ტრიალებს, ამას აუცილებლად გადავამოწმებ.

ხოლო, რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს და დაფარვას, სწორედ ამიტომ, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმა არის გასატარებელი და ეს იქნება ერთ-ერთი ქვაკუთხედი იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტი პრიორიტეტი გვექნება მოსახლეობის იმ ფენებზე, რომლებსაც უფრო მაღალი საჭიროება გააჩნიათ.“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინიდან ე.წ. “კანონიერი ქურდი” ირაკლი ლეჟავა გააძევეს
შემდეგი სტატიამედიასთან შეხვედრაზე მისულ პრემიერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეძახილებით დახვდნენ