“არჩევნებამდე სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება”- პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე

kvirika3პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მთავრობის შემადგენლობაში, არჩევნებამდე მნიშვნელოვან ცვლილებას არ გეგმავს.

პრემიერის თქმით, მთავრობის კაბინეტში არიან, მეტნაკლებად, წარმატებული მინისტრები, თუმცა მისი თქმით, მან გადაწყვიტა, რომ მათთან ერთად გაეგრძელებინა მუშაობა.

“ასი დღის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ. მთავრობაში არა ერთი ღირსეული ადამიანი მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ, ან მანამდე, არ მოხდება რაიმე ცვლილება. არიან მეტნაკლებად, წარმატებული მინისტრები, მაგრამ დღეს, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი მათთან ერთად გამევლო. არჩევნებამდე, მნიშვნელოვან ცვლილებას არ ვგეგმავ, სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება, მაგრამ არ მინდა ამაზე მკითხაობა, რომელი მიმართულებაა ნაკლებად ან მეტად წარმატებული. ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში მიწისძვრის შედეგად ცუნამის საშიშროება გამოცხადდა
შემდეგი სტატიაუკრაინიდან ე.წ. “კანონიერი ქურდი” ირაკლი ლეჟავა გააძევეს