უკრაინელი პარლამენტარები პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავენ

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

უკრაინის პრემიერის პოსტზე საპარლამენტო ფრაქცია Самопомощь მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეგორ სობოლევმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით ფრაქციის შიგნით მიხეილ სააკაშვილის გარდა კიდევ ორ კანდიდატზე მსჯელობდნენ, რომელთა დასახელებსაც აპირებენ.

Самопомощь მმართველი კოალიცია 18 თებერვალს დატოვა, რადგან უმაღლესმა რადამ პრემიერ არსენი იაცენუკის მთავრობის გადაყენება ვერ შეძლო.

თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვებას არ აპირებს და მომდევნო 2 თვის განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე ფორუმების ჩატარებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“რაც შეეხება იმას, დაიშლება თუ არა კოალიცია, ანტანტა დაიშალა და ამით სამყარო არ დაშლილა”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის მრჩეველი ახვლედიანის გათავისუფლების საქმეში სამართალდარღვევაზე საუბრობს