“რაც შეეხება იმას, დაიშლება თუ არა კოალიცია, ანტანტა დაიშალა და ამით სამყარო არ დაშლილა”

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, კოალიციის დაშლა არჩევნების წინ სასურველი არ არის.

როგორც ჟურნალისტებს სუბარმა „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა, ის კოალიციის დაშლის მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ ელოდება.

სუბარის განცხადებით, არასწორია იმაზე საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა, ვინაიდან ეს არჩევნები ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ, რომელიც საერთაშირისო ორგანიზაციების მიერაა აღიარებული.

„ამაზე პასუხები გაიცა და პროცესების ამ მიმართულებით განვითარებას არ ველოდები. რაც შეეხება იმას, დაიშლება თუ არა კოალიცია, ანტანტა დაიშალა და ამით სამყარო არ დაშლილა“, – განაცხადა სუბარმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება არ შეიძლება, ვინაიდან ეს არჩევნები იყო ქართული დემოკრატიის გამარჯვება და მას ჩრდილი არ უნდა მიაყენოთ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: მთავარი სულაც არ არის ვინ ეწერება სიაში
შემდეგი სტატიაუკრაინელი პარლამენტარები პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავენ