პრეზიდენტის მრჩეველი ახვლედიანის გათავისუფლების საქმეში სამართალდარღვევაზე საუბრობს

პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განცხადება გააკეთა იუსტიციის საბჭოს მუშაობაზე. მან განაცხადა, რომ საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები.

„მინდა განვაცხადო ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა არერთხელ თქვა. საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები., იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით და ყველკაზე უკეთ იმას, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი და დროული გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ძირეული რეფორმირება ამ ორგანოსი“, – აღნიშნა კოჟორიძემ.

https://youtu.be/_Gcq-Qzk0po

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი პარლამენტარები პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავენ
შემდეგი სტატიაჩეხეთის რესპუბლიკის სენატი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს