უკრაინელი დეპუტატი: სააკაშვილის დაპატიმრება მსოფლიო საზოგადოების თვალში უკრაინას სახელს უტეხს

უკრაინის სახალხო დეპუტატმა ოპოციზიციური ბლოკიდან ნესტორ შუფრიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მსოფლიო საზოგადოების თვალში უკრაინას სახელს უტეხს. ამის შესახებ დეპუტატმა დაწერა “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
“ვადევნებ თვალს თუ რა ხდება სააკაშვილის ირგვლივ და მახსენდება ფილმი “სულელი და კიდევ უფრო სულელი”, თუმცა იქ ფილმის გმირები დადებითი პიროვნებები არიან, აქ, კიევში, კი არც ისე”, – წერს შუფრიჩი.
დეპუტატის თქმით, სასამართლო მიუსჯის სააკაშვილს შინაპატიმრობას და ამით მას კარგ სამსახურს გაუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად შესძლებს საპროტესტო აქციების მართვას თავისი ბინიდან, ხოლო პოროშენკო და მისი გარემოცვა პასუხს აგებენ სასამართლოს, ევროკავშირის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭო არ ეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიაგენერალი გოგი თათუხაშვილი შიმშილობის აქციას იწყებს