გენერალი გოგი თათუხაშვილი შიმშილობის აქციას იწყებს

“უპირველეს ყოვლისა აღშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის უკანონო დაკავების გამო, რომელიც პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ უკანონო და შეთითხნილი, სამარცხვინო ბრალდების საფუძველზე განახორციელა. მიხეილ სააკაშვილის უკანონო დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ოპონენტებზე პოლიტიკური დევნა და მისი ჩამოშორების მცდელობა უკრაინის პოლიტიკური ორბიტიდან.
მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მისი ერთგული თანამებრძოლი, ვუერთდები ჩვენი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ უვადო შიმშილობას და ვაცხადებ მივიღო ანალოგიური ზომები მის სრულ გათავისუფლებამდე.
2017 წლის 11 დეკემბერს, ორშაბათს, დილის 9 საათიდან შიმშილობის აქციას ვაგრძელებ ევროპარლამენტთან, სტრასბურგში.”

 

გენერალი გოგი თათუხაშვილი

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი დეპუტატი: სააკაშვილის დაპატიმრება მსოფლიო საზოგადოების თვალში უკრაინას სახელს უტეხს
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებები ერაყის ტერიტორიაზე სრულიად განადგურებულია