უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საცხოვრებლის დატოვება 11 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია -გაერო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საცხოვრებლის დატოვება 11 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 4.4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა თავი მეზობელ ქვეყნებს, ასევე სხვა სახელმწიფოებს შეაფარა. ლტოლვილების 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე 10 ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმდა.

დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში ქალაქ მირგოროდზე მიიტანეს. უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუს ჯარისკაცებს ქალაქ ბუჩაში წამებით სიკვდილამდე მიჰყავდათ არამხოლოდ ზრდასრული ადამიანები, არამედ ბავშვებიც. უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკრაინის 15 ათამდე მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

banner
წინა სტატიაშირუსული გემთმშენებლები უცხოური კომპონენტების ნაკლებობის გამო, გემების წარმოებას წყვეტენ – დაზვერვა
შემდეგი სტატიაბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობები ომის დანაშაული იყო და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ – შოლცი