ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობები ომის დანაშაული იყო და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ – შოლცი

უკრაინის ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობები ომის დანაშაული იყო და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცმა თქვა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას.

„ეს არის ის, რასაც ვერ დავივიწყებთ. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ ეს არის დანაშაული. ეს არის ომის დანაშაულებები, რომლებსაც არ მივიღებთ. ვინც ეს გააკეთა, პასუხი უნდა აგოს“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი ქვეყნის მომავალს ანადგურებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საცხოვრებლის დატოვება 11 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია -გაერო
შემდეგი სტატიაეს ორი განსხვავებული ადამიანია, არ ვიცი მე ამ პიროვნებას დავუბრუნდები თუ არა – ზელენსკი თავის ფოტოებზე