რუსული გემთმშენებლები უცხოური კომპონენტების ნაკლებობის გამო, გემების წარმოებას წყვეტენ – დაზვერვა

რუსული გემთმშენებელი კომპანიები უცხოური კომპონენტების ნაკლებობის გამო, გემების წარმოებას წყვეტენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული გემთმშენებლები კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებიან, მიზეზი: მძიმე ფინანსური მდგომარეობა და უცხოური კომპონენტების ნაკლებობაა.

„სს “აღმოსავლეთის გემთმშენებლობამ” (ვლადივოსტოკი) უნდა შეასრულოს სამთავრობო დაკვეთები, საერთო ჯამში 35 მილიარდი რუბლი. მათ შორის უნდა აწარმოოს: ორი საზღვაო ტანკერი, ორი მცირე სარაკეტო ხომალდი, ორი მობილური საზღვაო ნავმისადგომი, სხვადასხვა ტიპის გემებისა და კატარღების შეკეთება და მოვლა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის წერილიდან ირკვევა, რომ 2022 წლის აპრილის დასაწყისში მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ყველა სამუშაო შეჩერდა. თანამშრომლებს ათავისუფლებენ და კონტრაქტებს წყვეტენ. სწორედ კომპანიები ემზადებიან გაკოტრების პროცედურის დაწყებისთვის.”,- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული დაზვერვა წერს, რომ რუსეთს უცხოური კომპონენტების ანალოგი არ აქვს, შემცვლელი დეტალები არ მოეპოვება არც აზიურ სახელმწიფოებს. მათი ცნობით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი რჩება იმპორტირებულ მაღალ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული, რომლის მიწოდების გარეშე რუსეთი ვერ აგრძელებს თანამედროვე იარაღის წარმოებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ 2 ქართველი სამხედრო დაიღუპა
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საცხოვრებლის დატოვება 11 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია -გაერო