უკრაინამ საბოლოოდ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინამ საბოლოოდ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ“, – განაცხადა მაკრონმა.

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ლიდერმა რუმინეთში ჩასვლისას გააკეთა, სადაც მას 3- დღიანი ტურნე აქვს ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგზე. გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ვიზიტების შემდეგ, მაკრონი კიევს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური, გადაწყვეტილებაც გეოპოლიტიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული