ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ზაჰესში, შოთაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 475 გრძივ მეტრზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, 936 გრძივ მეტრზე კი წყალარინების ქსელი იცვლება. სამუშაოების შემდეგ, დაახლოებით, 3 500 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის 415 900 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი – საქართველო მიწვეულია ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე, ეს არის სოლიდარობისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულება
შემდეგი სტატიაუკრაინამ საბოლოოდ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს