უკრაინა-რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შეწყდა

პირველ აპრილს უკრაინა-რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შეწყდა. კანონი, რომლის თანახმადაც შეთანხმება გაუქმდა, 2018 წლის 12 დეკემბერს მიიღეს უკრაინაში. მისი მიზეზი რუსეთის ფედერაციის მოქმედებები გახდა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აფასებს, როგორც აგრესიას.

კანონის თანამხმად, ქვეყნები თავისუფლდებიან ნებისმიერი პასუხისმგებლობებისგან. ამავე დროს, ეს არ ეხება საბაზრო საშუალებებს, ადამიანების უფლებებსა და სხვა საზოგადოებრივ ურთიერთობებს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში წაულას უკანასკნელი ფერმაც დაიხურა
შემდეგი სტატია“სოლიდარობა და თავისუფლება” – აქციის მონაწილეებმა ვაკის პოლიციასთან გადაინაცვლეს