გერმანიაში წაულას უკანასკნელი ფერმაც დაიხურა

რეინ-ვესტფალის მიწაზე დღეს წაულას უკანასკნელი ფერმაც დაიხურა – მისგან მაღალი ხარისხის ბეწვი მზადდება. “ფერმაში უკვე აღარ არიან ცხოველები, ყველა გალია ცარიელია, მთელი წარმოება დაიხურა” – “დოიჩე ველეს” გერმანიის ცხოველთა დაცვის ბიუროს პრეს-მდივანმა ფაბიან შტაინეკემ განუცხადა.

მარტის შუა რიცხვებში ბიურომ აქტივისტების მიერ დრონით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ წაულებს მეპატრონე სტრესულ პირობებში ამყოფებდა, რადგანაც ისინი გალიებში შეშფოთებულები მოძრაობდნენ – გამოცემა წერს. ვიდეომ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. შესაბამისი ორგანიების მიერ შემოწმებაზე გაგზავნილ ჯგუფს კი მხოლოდ ცარიელი გალიები დახვდა.
მეწარმე ბეწვის ბიზნესში 20 წელზე მეტი ხანი იყო. ნიკიტა ბოშს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს რა საქმიანობას დაიწყებს მომავალში.

banner
წინა სტატიაშინახევრად შიშველმა აქტივისტებმა ბრიტანეთის პარლამენტში “ბრექსიტის” დებატებზე აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაუკრაინა-რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შეწყდა