“სოლიდარობა და თავისუფლება” – აქციის მონაწილეებმა ვაკის პოლიციასთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა ვაკის პოლიციის პირველი განყოფილებასთან გადაინაცვლეს. ისინი ჭავჭავაძის გამზირზე, ტრაგედიის ადგილზე, აქციის დროს დაკავებული ხუთი ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ხუთი ადამიანი, მათ შორის დავით სუბელიანი და ვახუშტი მენაბდე სამართალდამცველებმა დაპირისპირებისას დააკავეს. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების არ არსებობას აპროტესტებენ, გზის გადაკეტვა სცადეს.

ცოტა ხნის წინ ისინი დედაქალაქის მერის საცხოვრებელ სახლთანაც იმყოფებოდნენ და კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათი თქმით, აინტერესებთ რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ის დარღვევები, რომელზეც დღეს უკვე შრომის ინსპექცია საუბრობს.

შრომის ინსპექციის წინასწარი დასკვნით, კომპანია, რომელიც ვაკეში ახალ კლინიკას აშენებდა, კუსტარულ სამშენებლო ტექნიკას იყენებდა. სამშენებლო ობიექტზე იყო ღია დაუცველი ღოობები რაც ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნიდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა-რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შეწყდა
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებულები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ვაკის პოლიციაში მოინახულა