უკრაინა: რუსეთს “საპასპორტო ბრძანებით” უკრაინის დესტაბილიზაცია სურს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “იურიდიულად არამზადული” უწოდა რუსეთის ფედერაციის ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, უკრაინელებისათვის რუსული პასპორტის გამარტივებული წესით მიცემის შესახებ და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია არჩევნების შემდეგომი უკრაინის შიდაპოლტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია. “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების გამო, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტის დარიგებას ეხება. ვთვლით, რომ ეს დოკუმენტი იურიდიულად არამზადულია” – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ხაზგასმულად აღნიშნულია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმების დარღვევისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, საგარეო უწყებამ რუსეთის მოქმედებას უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სხვა გრძელვადიანი კონფლიქტების ადგილებში, კრემლი არაკანონიერი პასპორტიზაციის პრაქტიკას ნერგავს. “ამასთან დაკავშირებით, კრემლის რეჟიმისგან მოვითხოვთ გააუქმოს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, საერთაშორისო თანამეგობრობას კი მოვუწოდებთ პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებითა და სანქციებით რეაგირება მოახდინოს აგრესორ სახელმწიფოზე” – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში – უკრაინული მედია წერს.

24 მარტს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის მხარეებში გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ტელეკომპანია ,,პირველთან” დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპოროშენკო: რუსეთი დონბასში “სამხრეთ ოსური და დნესტრისპირული” სცენარით მოქმედებს