პოროშენკო: რუსეთი დონბასში “სამხრეთ ოსური და დნესტრისპირული” სცენარით მოქმედებს

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს

უკრაინის პრეზდენტმა პეტრე პოროშენკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც კომენტარია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინელებისათვის რუსული პასპორტის გამარტივებული წესით მიცემის შესახებ.
პოროშენკოს მიმართვაში ნათქვამია, რომ ფაქტობრივად, საუბარია კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მორიგ აგრესიულ ნაბიჯზე – უკრაინის დონბასის ანექსიაზე ან უკრაინაში რუსული ანკლავის შექმნაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანია მინსკის შეთანხმების ანულირება, სადაც მკაფიოდ წერია მისი მოვალეობები. პოროშენკო აღნიშნავს, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე “სამხრეთოსური და დნესტრისპირული” სცენარით მოქმედებს – ეს მცდელობაა უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის ლეგიტიმაციის – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “იურიდიულად არამზადული” უწოდა რუსეთის ფედერაციის ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, უკრაინელებისათვის რუსული პასპორტის გამარტივებული წესით მიცემის შესახებ და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია არჩევნების შემდეგომი უკრაინის შიდაპოლტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია.
24 მარტს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის მხარეებში გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა: რუსეთს “საპასპორტო ბრძანებით” უკრაინის დესტაბილიზაცია სურს
შემდეგი სტატიანორვეგიაში ტყის ხანძრის გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული