სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ტელეკომპანია ,,პირველთან” დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სატელევიზიო არხები შეუფერხებლად მაუწყებლობს, მათ შორის იყო ტელეკომპანია ,,პირველი“, რომელიც სატელევიზო თანამგზავრიდან “Azerspace 46 გრადუსი” მაუწყებლობდა, თუმცა არხის მაუწყებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე წლის 17 აპრილს გაითიშა, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან დამოუკიდებლად მოხდა.
აღნიშნული ხარვეზის დაფიქსირების შემდეგ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 18 აპრილს წერილით მიმართა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტოს და ითხოვა უმოკლეს ვადაში პასუხის მიღება იმაზე, თუ როდის აღდგება ტელეკომპანიის მაუწყებლობა, თუმცა ამ დრომდე ტელეკომანიისგან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არანაირი განმარტება არ მიუღია არც არხის გათიშვის მიზეზის და არც მაუწყებლობის აღდგენის ვადასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა, მგზავრებს „ვაგზლის მოედნის“ დატოვება მოსთხოვეს
შემდეგი სტატიაუკრაინა: რუსეთს “საპასპორტო ბრძანებით” უკრაინის დესტაბილიზაცია სურს