უკრაინა განიხილავს მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინა განიხილავს მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სიენენს“ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განუცხადა.

მინსკში მოლაპარაკების გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზაობა გამოთქვა შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ კრემლი მზად არის, მოლაპარაკების გასამართად მინსკში თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დონეზე დელეგაცია გაგზავნოს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის – მაკრონი
შემდეგი სტატიაზახაროვა – მინსკში კიევთან მოლაპარაკებების ორგანიზებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს