საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის – მაკრონი

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

დაზუსტებული არ არის, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. მაკრონი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 300 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს თავდაცვითი მასალებით, რომელსაც ქვეყანა საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საფრანგეთი უკრაინას მხოლოდ ფინანსურ დახმარებას უწევდა.

banner
წინა სტატიაშისებ-მა VTB-ის უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციები აუკრძალა, წინა განცხადება კი წაშალა
შემდეგი სტატიაუკრაინა განიხილავს მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი