ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან დასრულდა.
“მათ სურთ, საქართველო ევროკავშირში, რაც შეიძლება სწრაფად იხილონ” – აცხადებს “ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, და იქვე დასძენს, რომ საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული ღირებულებები გაიზიაროს, სხვა შემთხვევაში, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა.
“რაც არ უნდა ითვალთმაქცოს “ქართულმა ოცნებამ” გზავნილი არის პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. მათ სურთ, საქართველო ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად იხილონ, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არის ევროკავშირში. ევროპელი მეგობრები პირდაპირ აფასებენ ამას, როგორც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის საბოტაჟის მცდელობას, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.