ისინი 09:00 საათზე პარლამენტში იყვნენ, უბრალოდ, არ შევიდნენ კომიტეტზე, სრულიად უნიათოები არიან – წილოსანი საპარლამენტო ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები 09:00 საათზე პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა კომიტეტის სხდომაზე არ შევიდნენ.

„მთელ ამ დაგეგმილ რევოლუციურ სცენარში ჩავარდნილი რგოლია ოპოზიცია. რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი, ისინი 09:00 საათზე პარლამენტში იყვნენ, ეს მათივე ლაივებით დასტურდება. უბრალოდ, ვერ თუ არ მოახერხეს და არ შევიდნენ კომიტეტზე, შესაბამისად, არ დაესწრნენ მას. თუ ვინმეზე სასაყვედუროა, მათ შორის საკუთარ რიგებშიც, ესაა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად უნიათოები და სახედაკარგულები არიან, როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ისე ქუჩის აქციების რეალობაშიც“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

banner
წინა სტატიაშიმაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს – კალაძე პრეზიდენტზე
შემდეგი სტატიაუმაღლეს განათლებას ფუნქცია და აზრი ვერ ექნება, თუ ქვეყანას დაკარგავ – არჩილ გამზარდია სტუდენტებზე