ზახაროვა – მინსკში კიევთან მოლაპარაკებების ორგანიზებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს

მინსკში კიევთან მოლაპარაკებების ორგანიზებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს, საჭიროა უკრაინის მხრიდან მზადყოფნა.

ამის შესახებ რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ასევე, ჩემი მხრიდან, შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც, ასეთი სამუშაო, შესაძლოა, დაიწყოს ნებისმიერ დროს. საქმე იმაშია, რომ მეორე მხრიდან, ანდა დასავლეთის გავლენით არ დაიწყოს ეს სიცრუე“ , – აღნიშნა ზახაროვამ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ: „მოლაპარაკებები ან არის შესაბამისი, ან ეს არის რაღაც პრეტენზიები რუსეთთან“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა განიხილავს მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი
შემდეგი სტატიაბრიტანეთს ესტონეთში სამხედრო ძალები შეჰყავს – უცხოური მედია