უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ადამიანების მკვლელობით – ზელენსკი

უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ადამიანების მკვლელობით, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”ახლა მათ აღიარეს დონბასის ტერიტორიები, როგორც ცალკეული რესპუბლიკები, რომლებიც არ არიან უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ყველა დასახლება არის ”ჩვენი მიწა.” ახლა კი ისინი თითქოს ასუფთავებენ დონბასს ნაცისტებისაგან,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ რუსეთი არ საუბრობდა რაიმე სახის ავტონომიაზე და წავიდა ტერიტორიის ასაღებად.

„ ჩვენ მათ ავტონომიას არასოდეს ვაღიარებთ “, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ფქვილის მარაგის პრობლემა არ არსებობს
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა